გერმანული + Au Pair/ინგლისური და რუსული ენის შემსწავლელი კურსები
თარიღები:
20 იან - 19 თებ
მდებარეობა:
თბილისი
კატეგორიები:
ტრენინგ-კურსები/სასწავლო პროგრამები 
Subcategories:
ტრენინგ კურსები
აღწერა:

გერმანული ენა + Au Pair პროგრამა

ტრენინგ ცენტრი ,,ნიუ გენი“ გთავაზობთ გერმანული ენის შესწავლას გოეთეს ინსტიტუტის სერტიფიკატისთვის. კურსები გათვლილია მოსწავლეებისათვის, აბიტურიენტებისა  და სტუდენტებისათვის. ყველასთვის ვისაც სურს სწავლა და მოგზაურობა გერმანიაში. ჩვენი ცენტრი ასევე გთავაზობთ Au-Pair პროგრამას. დაგეხმარებით სააგენტოს საშუალებით ოჯახის მოძებნაში მთელი გერმანიის მასშტაბით.

ენის კურსები მოიცავს სხვადასხვა საფეხურს:

  1. საწყისი დონე: Grundstufe: A1; A2 – განკუთვნილია მათთვის ვინც თავიდან იწყებს გერმანულის სწავლას. ამ დონეზე უმოკლეს ვადაში შეიძენთ ზეპირი და წერითი მეტყველების საბაზისო დონეს. 
  2. საშუალო დონე: Mittelstufe: B1; B2 –  ენის სწავლების ძირითადი საფეხურია. გაიმდიდრებთ ლექსიკას, დაეუფლებით გრამატიკის დიდ ნაწილს, თავისუფლად და დაუბრკოლებლად ისაუბრებთ ნებისმიერ თემებზე. შეძლებთ სხვადასხვა სირთულის ლიტერატურის, სტატიების წაკითხვას და აღქმას. ამ დონის შემდეგ შესაძლებელია დაიწყოთ ენის დაუფლება პროფესიული მიმართულებებით. 
  3. პროფესიული დონე: Oberstufe: C1; C2 – ხდება სამეტყველო ენის დახვეწა, შეისწავლება პროფესიონალურ დონეზე გერმანულად საუბარი, რთული სამეცნიერო ტერმინოლოგიის დაძლევა, ნებისმიერი დიალოგისა და ტექსტის თარგმნა. შეძლებთ სწრაფად საუბარს, რთული და მოცულობითი ტექსტების აღქმა- გაგებას.

მეცადინეობა ტარდება კვირაში - 2ჯერ. 1 სთ.
კურსის ღირებულება:  

  • ჯგუფი – 80 ლარი. (პირველი და მეორე დონეებისთვის).
  • ინდივიდუალური – 100 ლარი. (პირველი და მეორე დონეებისთვის).
  • Au-Pair პროგრა– 500 ლარი. (თანხის გადახდა შესაძლებელია ორ ეტაპად).

კურს გაუძღვება  მაღალკვალიფიცირებული პედაგოგი, რომელსაც განათლება აქვს მიღებული გერმანიაში.
კურსის ბოლოს გაიცემა ორენოვანი სერთიფიკატი.
მიღება წარმოებს წინასწარი ჩაწერით.

მის: ყაზბეგის 26 ( დელისის მეტროსთან).
ტელ: 214 90 50; 595 40 47 48; 551 40 42 40
ელ. ფოსტა: newgen.ge@gmail.com                                                                                                            


ინგლისური ენის კურსი

ტრენინგ ცენტრი ,,ნიუ გენი“ გთავაზობთ ინგლისური ენის შემსწავლელ კურსებს.

სწავლება მიმდინარეობს შემდეგი მიმართულებით:

  1. ზოგადი კურსი (ბავვებისთვის, მოზარდებისთვის და მოზრდილთათვის).
  2. მოსამზადებელი კურსი ერთიანი  ეროვნული გამოცდებისათვის
  3. მოსაზადებელი კურსი საეთაშორისო გამოცდებისათვის( Toefel)
  4. ინგლისური ენა გიდებისთვის და სასტუმროს თანამშრომლებისთვის
  5.  აკადემიური ინგლისური

სწავლება წარმოებს თანამედროვე და აპრობირებული მეთოდებით, აუდიომასალის გამოყენებით. აღნიშნული კურსი ითვალისწინებს ყველა იმ კომპონენტის კომპლექსურ შესწავლას, რომელიც აუცილებელია ენობრივი ბარიერის გადასალახავად,რაც გულისხმობს: გრამატიკის საფუძვლიან შესწავლას და მის საუბარში გამოყენებას, სმენის უნარების განვითარებას ინგლისურ ენაზე, ინგლისურად აზროვნებას და თავისუფლად მეტყველებას,  თემების და წერილების წერას, უცხო ტექსტის კითხვას და მისი შინაარსის სრულყოფილად გაგებას.

გთავაზობთ სწავლების შემდეგ დონეებს:

  • Starter A1
  • Elementary A2
  • Intermediate B1
  • Intermediate B
  • Upper Intermediate C1
  • Advanced C2

თვითოეული დონე მოიცავს 3 თვეს.
მეცადინეობა ტარდება კვირაში-2 ჯერ. 1 სთ.
კურსის ღირებულება:  

  • ჯგუფი - 120 ლარი
  • ინდივიდუალური - 150 ლარი

კურსის ბოლოს გაიცემა ორენოვანი სერთიფიკატი.
მიღება წარმოებს წინასწარი ჩაწერით.
კურს უძღვება  მაღალკვალიფიცირებული პედაგოგი.
მის: ყაზბეგის 26 ( დელისის მეტროსთან).
ტელ: 214 90 50; 595 40 47 48; 551 40 42 40
ელ. ფოსტა: newgen.ge@gmail.com                                                                                                            


რუსული ენის კურსი

ტრენინგ ცენტრი ,,ნიუ გენი“ გთავაზობთ რუსული ენის შემსწავლელ კურსებს. სწავლება მიმდინარეობს თანამედროვე და აპრობირებული მეთოდებით, აუდიომასალის გამოყენებით. საფუძვლიანად შეისწავლით: გრამატიკას, რუსულ ენაზე აზროვნებას, მსჯელობას და კომუნიკაციის უნარებს. შეიძენთ პრაქტიკულ და საჭირო სიტყვათა მარაგს, შეძლებთ ნაცნობ თემაზე წერითი დ ზეპირი კომუნიკაციის მართვას.
სწავლება მიმდინარეობს შემდეგი მიმართულებით:

  • რუსული ენა სკოლის მოსწავლეებისა და აბიტურიენტებსთვის
  • მოსამზადებელი კურსი სტუდენტებისათვის
  • მოსამზადებელი კურსი სამაგისტრო გამოცდებისათვის
  • პედაგოგთა სასერთიფიკატო გამოცდებისთვის მოსამზადებელი კურსი
  • თარჯიმანთა მოსამზადებელი კურსი მხატვრული და სინქროული თარგმანი
  • სასაუბრო კურსი
  • მიზნობრივი ჯგუფი: ბიზნესი, იურიდიული, საბანკო და სამედიცინო.

სწავლის დონეები:  

  1. ელემენტარული А1-A2 .  შეისწავლება წერა-კითხვა, სწორად გამოთქმა, მარტივი წინადადებების შედგენა და გამოყენება საუბარში, გრამატიკა.
  2. სასაურო, საბაზისო  В1-B2.  შეისწავლება გრამატიკა საფუძვლიანად, ენისათვის დამახასიათებელი დიალექტის დახვეწა, რთული წინადადებების შედგენა და დამუშავება. ნებისმიერ თემის გაანალიზება და სხვა.
  3. სპეციალიზირებული/ უმაღლესი С1-C2.  პროფესიონალურ დონეზე საუბარი, ნებისმიერი სირთულისტექსტებსადა თემებთან მუშაობა, თარგმნა.
  4. თვითოეული დონე მოიცავს 3 თვეს.
  5. მეცადინეობა ტარდება კვირაში 2ჯერ 1სთ.

კურსის ღირებულება:  

  • ჯგუფი – 120 ლარი
  • ინდივიდუალური – 150 ლარი

კურსის ბოლოს გაიცემა ორენოვანი სერთიფიკატი.
მიღება წარმოებს წინასწარი ჩაწერით.
კურს უძღვება  მაღალკვალიფიცირებული პედაგოგი.
მის: ყაზბეგის 26 ( დელისის მეტროსთან).
ტელ: 214 90 50; 595 40 47 48; 551 40 42 40
ელ. ფოსტა: newgen.ge@gmail.com                                                                                                            

მსგავსი განცხადებები
,,ჯანდაცვის მენეჯმენტის“, სამედიცინო რეგისტრატორის და ფარმაკოლოგიის კურსები

VIP Intellect Group


31 იან - 01 მარ

IT ინჟინერია - CISCO IT Essentials (CompTIA A+ )

უნივერსალური ცოდნის აკადემია UNIKO


23 იან - 23 თებ

IT ინჟინერია- ინფორმაციული ტექნოლოგიების სასერტიფიკატო კურსი

ეკონომიკისა და მენეჯმენტის ცენტრი


06 თებ - 06 მარ

IT ქსელის შემსწავლელი კურსი + პრაქტიკა

Next-IT Academy


14 თებ - 04 მარ

MS Excel expert-ის სასერთიფიკატო ტრეინინგი

ოფის აკადემი


24 იან - 24 თებ

MS Excel Specialist-ის სასერთიფიკატო ტრეინინგ კურსი

ოფის აკადემი


24 იან - 24 თებ

PR მენეჯმენტის და მართვის ფსიქოლოგიის მოკლევადიანი კურსი

უნივერსალური ცოდნის აკადემია UNIKO


23 იან - 23 თებ