MS Excel Specialist-ის სასერთიფიკატო ტრეინინგ კურსი

სხვა ვებ გვერდზე

თარიღები:
24 იან - 23 თებ
მდებარეობა:
თბილისი
კატეგორიები:
ტრენინგ-კურსები/სასწავლო პროგრამები 
Subcategories:
ტრენინგ კურსები
აღწერა:

კომპანია „ოფის აკადემი“, Microsoft, Adobe, Autodesk და სხვა გლობალური სასერთიფიკატო პროგრამების ავტორიზირებული ტესტირების ცენტრი საქართველოში, გთავაზობთ MS Excel specialist-ის სასერთიფიკატო ტრეინინგ კურსს.

MS Excel 2013/2016 სპეციალისტი

ვისთვის არის განკუთვნილი კურსი:

კურსი განკუთვნილია მათთვის, ვინც იწყებს MS Excel-ის შესწავლას და მათთვის ვისაც მცირედი შეხება აქვს პროგრამასთან სკოლასა თუ უნივერსიტეტში. აღნიშნული კურსის მიზანია მოამზადოს 13-22 წლის ახალგაზრდები MS Excel 2013/2016 სპეცისლისტის დონის საერთაშორისო სასერთიფიკატო გამოცდისთვის, რომლის გამარჯვებულიც კომპანიის და მისი პარტნიორების სრული დაფინანსებით გაემგზავრებიან კომპანია Certiport-ის მიერ ორგანიზებულ ყოველწლიურ მსოფლიო ჩემპიონატზე ორლანდოში (ფლორიდის შტატი, აშშ)

 

კურსის გავლის შემდგომ მსმენელი შეძლებს:

  • მიიღოს შესაბამისი ცოდნა და საერთაშორისო დონის სერთიფიკატი MS Excel 2013 და 2016 ვერსიებში, რომელიც აღიარებული მსოფლიოს ყველა ქვეყანაში;
  • მოიპოვოს ქვეყნის ჩემპიონის სტატუსი და გაემგზავროს მსოფლიო ჩემპიონატზე ამერიკის შეერთებულ შტატებში სრული დაფინანსებით;
  • მოიპოვოს საკუთარი კვალიფიკაციის შესაბამისი ემბლემა, რომელსაც თან დაურთავს რეზიუმეს და გამოიყენებს ნებისმიერი ოფიციალური ურთიერთობისას ადგილობრივ თუ საერთაშორისო დასაქმების ბაზარზე და საგანმანათლებლო სივრცეში;

 

ინფორმაცია ტრენერის შესახებ:

კურსს წარუძღვება - გიორგი ქავთარაძე, MBA

გიორგი ქავთარაძე ფლობს MS Excel 2010/2013/2016 expert (MOS) და MS Word 2016 (MOS) საერთაშორისო სერთიფიკატებს. მისი ავტორობით შექმნილია MS Excel და MS Excel VBA-ის ვიდეო კურსები როგორც ქართული, ასევე ბრიტანული საგანმანათლებლო კომპანიებისთვის. ბოლო 10 წლის განმავლობაში იგი აქტიურად ატარებს ტრენინგებს და სალექციო კურსებს სხვადასხვა ტრენინგ ცენტრებსა და საქართველოს უნივერსიტეტში.

 

კურსის აღწერა

დოკუმენტების და სამუშაო გვერდების შექმნა და მართვა

  • სამუშაო დოკუმენტის და გვერდების შექმნა;
    • გადაადგილება სამუშაო დოკუმენტებსა და გვერდებს შორის;
    • სამუშაო დოკუმენტისა და გვერდის ფორმატირება;
    • სამუშაო დოკუმენტისა და გვერდის ხედებთან და პარამეტრებთან მუშაობა;
    • სამუშაო დოკუმენტისა და გვერდის ბეჭდვა და კონფიგურაცია;

მონაცემთა უჯრებისა და მისამართების მართვა

  • მონაცემთა ჩასმა უჯრებში / მისამართებში;
  • ცხრილის მისამართების / უჯრების ფორმატირება;
  • მონაცემთა ორგანიზება და შეჯამება;

ცხრილების შექმნა

  • ცხრილების შექმნა და მართვა;
  • ცხრილის სტილებთან და პარამეტრებთან მუშაობა;
  • ცხრილების სორტირება და ფილტრაცია;

ფორმულებთან და ფუნქციებთან მუშაობა

  • მონაცემთა შეჯამება ფუნქციების გამოყენებით (Sum, Max, Min, Count, Average);
  • ლოგიკური და პირობითი ფუნქციების გამოყენება (If, Sumif, Averageif, Countif) ;
  • ტექსტური ფუნქციების გამოყენება (Right, Left, Mid, Upper, Lower, Proper, Concatenate)

დიაგრამების და ობიექტების შემქნა

  • დიაგრამების შექმნა;
  • დიაგრამების ფორმატირება;
  • ობიექტების ჩასმა და ფორმატირება

 კურსის ხანგრძლივობა: დღე

 სალექციო შეხვედრის ხანგრძლივობა: 1,5 საათი (ჯამში 12 აკადემიური საათი)

კურსის ღირებულება: 250 ლარი (ღირებულებაში შედის ტრენინგი და საერთშორისო საგამოცდო ვაუჩერი GMETRIX-ის მოსამზადებელ ტესტებთან ერთად)

 

მსურველებმა შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა https://goo.gl/forms/7nS9KyEownGhDi9l2 ან დაგვიკავშირდით: +995 577 250079.

სხვა ვებ გვერდზე

მსგავსი განცხადებები
,,ჯანდაცვის მენეჯმენტის“, სამედიცინო რეგისტრატორის და ფარმაკოლოგიის კურსები

VIP Intellect Group


31 იან - 01 მარ

IT ინჟინერია - CISCO IT Essentials (CompTIA A+ )

უნივერსალური ცოდნის აკადემია UNIKO


23 იან - 23 თებ

IT ინჟინერია- ინფორმაციული ტექნოლოგიების სასერტიფიკატო კურსი

ეკონომიკისა და მენეჯმენტის ცენტრი


06 თებ - 06 მარ

IT ქსელის შემსწავლელი კურსი + პრაქტიკა

Next-IT Academy


14 თებ - 04 მარ

MS Excel expert-ის სასერთიფიკატო ტრეინინგი

ოფის აკადემი


24 იან - 24 თებ

PR მენეჯმენტის და მართვის ფსიქოლოგიის მოკლევადიანი კურსი

უნივერსალური ცოდნის აკადემია UNIKO


23 იან - 23 თებ

Tableau fundamentals -ის სასერთიფიკატო ტრეინინგ კურსი

ოფის აკადემი


24 იან - 24 თებ