,,ჯანდაცვის მენეჯმენტის“, სამედიცინო რეგისტრატორის და ფარმაკოლოგიის კურსები
თარიღები:
31 იან - 01 მარ
მდებარეობა:
თბილისი
კატეგორიები:
ტრენინგ-კურსები/სასწავლო პროგრამები 
Subcategories:
ტრენინგ კურსები
აღწერა:

,,VIP Imtellect Group” გთავაზობთ ,,ჯანდაცვის მენეჯმენტის“ სასერთიფიკატო, სამედიცინო რეგისტრატორის მოსამზადებელ და ფარმაკოლოგიის კურსებს სტაჟირებით!

  1. ჯანდაცვის მენეჯმენტის სასერთიფიკატო პროგრამა!

 

კურსის მიზანია: კვალიფიციური ჯანდაცვის მენეჯერების მომზადება, რომლებიც ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე პროცესების ეფექტიან ადმინისტრირებას შეძლებენ.

მიზნობრივი ჯგუფები: ჯანდაცვის და სადაზღვევო ორგანიზაციების პერსონალი, ზოგადი სამედიცინო მენეჯერები, სექტორში სწრაფი კარიერული წინსვლით დაინტერესებული პირები, სტუდენტები, ამ სფეროებში   დასაქმების მსურველები, რომელთაც სურთ იმუშაონ სამედიცინო დაწესებულებში მთავარ ექიმად,  სამედიცინო ექსპერტად, პროგრამის კოორდინატორად, მენეჯერად, მითერად, ხარისხის კონტროლში, დაზღვევაში, სამედიცინო სოციალურ ექსპერტიზაში, ადამიანური რესურსების მართვა, რეცეფშენში, ქოლ ცენტრში...

 

მოდულირებული პროგრამა მოიცავს: თეორიულ სალექციო კურსს, პრაქტიკულ სავარჯიშოებს, ამოცანებს, ქეისების აქტიურ ანალიზს, მომზადებას და ტესტებს.

ტრენინგი დაფუძნებულია პრაქტიკაზე და მასში გათვალისწინებულია ჯანდაცვის სფეროში არსებული მოთხოვნები.

მსმენელები სრულად არიან უზრუნველყოფილნი აუცილებელი სასწავლო და მეთოდური მასალებით.

ლექციები მიმდინარეობს ქართულ ენაზე უახლესი ციფრული საპრეზენტაციო ტექნოლოგიების გამოყენებით. 

კურსის მსვლელობისას მსმენელები შეიძენენ მნიშვნელოვან უნარ-ჩვევებს.  

მოდულში  გაერთიანებულია:

  1. ჯანდაცვის მენეჯმენტი: ჯანდაცვის პოლიტიკა, სისტემის შეფასება, ჯანდაცვის ეკონომიკა, ორგანიზაციული მენეჯმენტი, ჯანდაცვის სფეროს მარკეტინგი, მართული ჯანდაცვა, ამბულატორიისა და საავადმყოფოს მართვა და სხვა საკითხები.
  2.  სამედიცინო ხარისხი: საზოგადოებრივი ჯანდაცვა, ეპიდემიოლოგია, სამედიცინო სტატისტიკა, ავადმყოფობათა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების საერთაშორისო სტატისტიკური კლასიფიკაცია,
  3. ჯანდაცვის სამართალი:  ექიმის და პაციენტის უფლებები, სამედიცინო სოციალური ექსპერტიზა, სამედიცინო დოკუმენტაცია, ფორმა 100, საავადმყოფო ფურცელი ...
  4. სადაზღვევო საქმე: ჯანმრთელობის დაზღვევა, სადაზღვევო სამართალი და სახელმწიფო და რეგულირება.
  5. პროექტის მართვა: სამედიცინო პროცესის კასკადის და ჯანდაცვითი პროგრამების დაგეგმვა, პროექტის მისიის და მიზნების მნიშვნელობა, ჯანდაცვის სფეროს კვლევები.

პროგრამა  ასახავს ჯანდაცვის სისტემაში თანამედროვე შრომის ბაზრის სპეციფიურობას, მისი მართვის უახლეს ტექნოლოგიებს და თანამედროვე მეთოდებს.

 

რატომ  უნდა  აირჩიოთ  ჩვენი  კურსი?

პროგრამა მსმენელს სთავაზობს:

  • ევროპის რეგიონში აღიარებულ ჯანდაცვის მენეჯმენტის  კვალიფიკაციის სერტიფიკატის მინიჭებას;
  • ინფორმაციას ჯანდაცვის სისტემაში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების, კვლევის ძირითადი მეთოდების შესახებ, არსებული ინსიტიტუციების მართვასა და ლიდერობაში, ფინანსირება-ბიუჯეტირებაში, ჯანდაცვის გლობალურ და ეროვნულ პოლიტიკაში;
  • ტრენინგის სხვადასხვა საფეხურის კურსდამთავრებული შეიძენს მართვის ზოგად უნარ-ჩვევებს: სერვის პლუს, ძირითადი წინააღმდეგობების გადალახვა, მართვა კრიზის დროს, ეფექტური ურთიერთობა ორგანიზაციაში,
    სამედიცინო პერსონალის მოტივაცია და ორგანიზაცია, დროის მართვის თანამედროვე მეთოდები, ადამიანური რესურსების ეფექტური მართვის მიმართულებები და ფუნქციები, კადრების შერჩევა, თანამშრომლების მოვალეობები და სუბორდინაცია,  საშტატო გადაადგილების ეფექტური მართვა, ზოგადი ფსიქოლოგია, კადრების განვითარება და შესრულებული სამუშაოს კონტროლი, საქმიანი კომუნიკაცია, მოლაპარაკების უნარ-ჩვევები, გუნდური მუშაობის ტაქტიკა და ტექნიკა;
  • ჯანდაცვის მენეჯმენტის საგანმანათლებლო პროგრამას სასწავლო პრაქტიკის ხელშეწყობისთვის გაფორმებული აქვს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები დარგის წამყვან დაწესებულებებთან საქართველოში.

გაითვალისწინეთ: სრული კურსის გავლის შემდგომ ტესტირებაში უმაღლესი შეფასების მქონე მსმენელებზე გაიცემა სარეკომენდაციო წერილი და  გაივლიან სასწავლო პრაქტიკას  საქართველოს დარგის წამყვან დაწესებულებებში.    

 

საუკეთესოები პრაქტიკას გაივლიან სრულიად უფასოდ წამყვან სამედიცინო დაწესებულებაში!

 

პროგრამის ხანგრძლივობა:

 

კურსი მოიცავს: 24 საათს.

კვირაში ჩატარდება: 3 ლექცია.

კურსის ღირებულება: 350 ლარი

 

2. VIP INTELLECT GROUP-ი გთავაზობთ სამედიცინო რეგისტრატორის მოსამზადებელ კურსს!

კურსის შესახებ:

კურსი ორიენტირებულია პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებაზე.

კურსდამთავრებულებს ექნებათ შესაბამისი თეორიული და პრაქტიკული ცოდნა იმისათვის, რომ კონკურენციის პირობებში მეტად მარტივად და კვალიფიციურად დასაქმდნენ სხვადასხვა წამყვან სამედიცინო ორგანიზაციაში, რეგისტრატორის პოზიციაზე .

კურსის მიზანია:

მოლაპარაკების პრინციპების, ტექნიკისა და მართვის უნარების გამომუშავება.

კურსის მსვლელობისას მსმენელები შეიძენენ მნიშვნელოვან უნარ-ჩვევებს.

კურსი შედგება თეორიული და პრაქტიკული ნაწილისაგან, ასევე ქეისების აქტიური ანალიზი და მომზადება.

 

კურსის თემატიკა:

  • ზოგადი თერაპიული უნარჩვევები ავადმყოფობათა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების საერთაშორისო სტატისტიკური კლასიფიკაცია
  • ზოგადი ფსიქოლოგია ზოგადი თერაპია
  • ზოგადი ქირურგია
  • ზოგადი ფარმაკოლოგია
  • ჯანმრთელობის დაზღვევა კორპორატიული დაზღვევა
  • ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამა საყოველთაო ჯანდაცვა დაზღვეული პაციენტის მომსახურება მოლაპარაკებების ძირითადი კომპონენტები
  • მოლაპარაკების პროცესი გადაწყვეტილების მიღება
  • მოლაპარკებების დროს სტრატეგიების სწორად გამოყენება
  • მოლაპარაკების დროს ძირითადი წინააღმდეგობების გადალახვა სამედიცინო პროცესის კასკადის დაგეგმვა ინფორმაციის მიწოდება, რეგისტრაცია მონაცემების შეყვანა, როგორც სარეგისტრაციო ჟურნალში, ასევე, პროგრამაში ჯანდაცვის პორტალზე, e-mail-ის გაგზავნის ტექნიკა პაციენტის მომსახურების დაგეგმვა პაციენტის მოლოდინი პაციენტებთან ურთიერთობის ღირებულება პაციენტის კონსულტაცია გადამისამართება პრობლემების მართვა

     

კურსი მოიცავს:

სრული კურსის ხანგრძლივობა: 24 საათი

კვირაში ჩატარდება: 3 ლექცია

ლექციის ხანგრძლივობა:  2 სთ

კურსის ღირებულება: 250 ლარი

 

3. ,,VIP Imtellect Group” გთავაზობთ მსურველთა მიღებას  ,,ფარმაკოლოგიის“, შემსწავლელ კურსზე, სტაჟირებით და საუკეთესოების დასაქმებით!

 

ჩვენს მიერ დასაქმებულთა რაოდენობა დღითი დღე იზრდება, რაც ჩვენთვის მეტად საამაყოა!

 

 

ვისთვისაა კურსი გათვლილი?

ფარმაკოლოგიით დანტერესებულ   ნებისმიერი მსურველისთვის, რომელსაც აქვს საშუალო ან უმაღლესი განათლება ფარმაციის ან სამედიცინო სფეროში, ასევე შესაბამისი სპეციალობის სტუდენტებისთვის. აგრეთვე პარაფარმაციით დაინტერესებული პირები შესაძლებელია იყვნენ არასამედიცინო განათლების მქონე.

 

ტრენინგ-კურსი  მოიცავს თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილს და გათვალისწინებულია ისეთი მსმენელებისთვის, ვისაც სურს აფთიაქში მუშაობა  ან მუშაობს ფარმაცევტად ან კონსულტანტად აფთიაქში და სურს პროფესიული დონის ამაღლება.

 

კურსის მიზანია:  კვალიფიკაციის ამაღლება და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშევება, რომელიც რეალურად შეწყობს ხელს კურსდამთავრებულს, რათა მიიღოს მეტი  ცოდნა და დასაქმების შესაძლებლობა სხვადასხვა ფარმაცევტულ კომპანიებსა და აფთიაქებში.

 

კურსი მოიცავს: თეორიული და პრაქტიკულ ნაწილს.

 

თეორიული ნაწილში - მსმენელი გაეცნობა სამკურნალო საშუალებების კლასიფიკაციას ფარმაკოლოგიური ჯგუფების მიხედვით.

მედიკამენტთა თითოეული ჯგუფის განხილვა იმ დაავადებათა კლინიკასთან ერთად, რომლის დროსაც ინიშნება ეს მედიკამენტები, ასევე გაეცნობა აფთიაქის სტრუქტურას.
სამკურნალო საშუალებების კლასიფიკაციას, ფარმაკოლოგიურ ჯგუფებს, მოქმედების მექანიზმებს, ჩვენებებს, გვერდით მოვლენებსა და უკუჩვენებებს;
ფარმაცევტის სამუშაო პროგრამას;

  • სარეცეპტო და არასარეცეპტო მედიკამენტების გაცემის წესებს;
    ეფექტური მომსახურებისა და გაყიდვების ტექნიკებს.

     

    რამოდენიმე ლექცია დაეთმობა პარაფარმაციას, ამ ტრეინინგის ქვეშ იგულისხმება:

    ბავშვთა კვება, ჰიგიენის და მოვლის საშუალებები, როგორც ბავშვებში ასევე ზრდასრულებში

     

    ტრეინინგის მსმენელები უზრუნველყოფილი იქნებიან სასწავლო მასალით.
    ტრენიინგის მსვლელობისას გამოიყენება როლური თამაშები (აფთიაქის სიტუაციის სიმულირება),

     

    ტესტირება ჩატარდება: ყოველ  3 სალექციო დღის განვლილ თეორიულ ნაწილზე.

    ხოლო კურსის ბოლოს ჩატარდება შემაჯამებელი ტესტირება, ყველაზე საუკეთესო მაჩვენებლების მქონე 1-2 კურსდამთვრებული სტაჟირებას გაივლის სრულიად უფასოდ.

     

    პრაქტიკულ ნაწილში - სტაჟირების დროს  გაეცნობა სააფთიაქო კომპიუტერულ პროგრამა - Apex-ს, აფთიაქში ყველა საჭირო დოკუმენტაციის წარმოების, ცვლის გადაბარების წესებს. შეისწავლის  მომხმარებელთან ურთიერთობის უნარ-ჩვევებს, ეფექტურ მომსახურებას.

     

    სტაჟირება სად და რა ინტენსივობით ჩატარდება

    კურსის დასრულების შემდეგ მსმენელები გაივლიან 1 თვიან უფასო ან ფასიან სტაჟირებას ,,ნეო ფარმა“-ს და ,,36,6“-ის პრესტიჟულ  სხვადასხვა  აფთიაქებში, კვირაში 6 დღე, შემდგომი დასაქმეპის პერსპექტივით, როგორც თბილისში

ასევე საქართველოს ნებისმიერ რეგიონში.
 

გაიცემა ორენოვანი სერტიფიკატი და სარეკომენდაციო წერილი.

 

აფთიაქში სტაჟირების მსვლელობის პერიოდში ჩატარდება სემინარები და განიხილება აფთიაქში ხშირად შექმნილი სხვადასხვა სიტუაცია.
 
თეორიული კურსი გრძელდება : 1,5 თვე

კვირაში 3-ჯერ ტარდება 2სთ -იანი ლექციები.
თეორიული კურსის ღირებულება: 250 ლარი.
სტაჟირება: 150 ლარი.

(ჯგუფიდან საუკეთესო  1-2 კურსდამთავრებული სტაჟირებას გაივლის უფასოდ)

 

კურსს უძღვება: მოწვეული, პრაქტიკოსი, მაგისტრის ხარისხის მქონდე სერტიფიცირებული ტრენერი.

 

მის: პეკინის 28, მე-6 სართ.

ტელ: 237 19 39; 593 61 82 12; 551 196 110;

ninovipicg@gmail.com

https://www.facebook.com/vipintellectgroup

www.vipintellect.ge

მსგავსი განცხადებები
IT ინჟინერია - CISCO IT Essentials (CompTIA A+ )

უნივერსალური ცოდნის აკადემია UNIKO


23 იან - 23 თებ

IT ინჟინერია- ინფორმაციული ტექნოლოგიების სასერტიფიკატო კურსი

ეკონომიკისა და მენეჯმენტის ცენტრი


06 თებ - 06 მარ

IT ქსელის შემსწავლელი კურსი + პრაქტიკა

Next-IT Academy


14 თებ - 04 მარ

MS Excel expert-ის სასერთიფიკატო ტრეინინგი

ოფის აკადემი


24 იან - 24 თებ

MS Excel Specialist-ის სასერთიფიკატო ტრეინინგ კურსი

ოფის აკადემი


24 იან - 24 თებ

PR მენეჯმენტის და მართვის ფსიქოლოგიის მოკლევადიანი კურსი

უნივერსალური ცოდნის აკადემია UNIKO


23 იან - 23 თებ

Tableau fundamentals -ის სასერთიფიკატო ტრეინინგ კურსი

ოფის აკადემი


24 იან - 24 თებ