ტრეინინგი/სახანძრო უსაფრთხოება და ხანძართან ბრძოლა
თარიღები:
01 თებ - 03 მარ
მდებარეობა:
თბილისი
კატეგორიები:
ტრენინგ-კურსები/სასწავლო პროგრამები 
Subcategories:
ტრენინგ კურსები
აღწერა:

სატრეინინგო შეთავაზება
შრომის უსაფრთხოების ცენტრი გთავაზობთ  სატრეინინგო პროგრამას -  „სახანძრო უსაფრთხოება და ხანძართან ბრძოლა“ 

უკანასკნელ პერიოდში გახშირებული ხანძრების გამო გამკაცრდა მოთხოვნები  ორგანიზაციების მიერ სახანძრო უსაფრთხოების რეგულაციების შესაბამისი მოთხოვნების  შესრულებაზე. ზედამხედველობის მოთხოვნები ასევე გაწერილია   შრომის და ჯანმრთელობის უსაფრთხოების ახალ კანონპროექტში, რომლის საბოლოო განხილვები უახლოეს მომავალში დაგეგმილია პარლამეტში. 

აქედან გამომდინარე შრომის უსაფრთხოების ცენტრი დახმარებას უწევს ორგანიზაციებს შესაბამისი სპეციალისტების გადამზადების პროცესში.  აღნიშნული სატრეინინგო პროგრამა მომზადებულია მოქმედი  რეგულაციების მოთხოვნებისა  და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ILO-OSH-2001 რეკომენდაციების გათვალისწინებით. ტრეინინგს ჩაატარებენ შრომის უსაფრთხოების ცენტრის საერთაშორისო დონის (ILO სერთიფიცირებული)  ტრენერები/ექსპერტები. 

სატრეინინგო პროგრამის მიზანია კომპანიებისთვის საწარმოში არსებული სახანძრო საფრთხეების გამოვლენის მეთოდების შესწავლა, ასევე სახანძრო უსაფრთხოების იმ აუცილებელი ინსტრუქციების,  პროცედურებისა და სისტემის განხილვა, რომელიც შემუშავებული უნდა ჰქონდეს  კომპანიას. ასეთი სისტემური მიდგომა  საშუალებას იძლევა თავიდან იქნეს აცილებული ან შემცირებული ის რისკები, რომლებიც შეიძლება გამოიწვიოს ხანძრის შედეგებმა. სახანძრო უსაფრთხოების სისტემის დანერგვისა და სწავლების მიზანია უზრუნველყოს დასაქმებულთა ჯანმრთელობის და კომპანიის ქონების დაცვა. 
ტრენინგის შემდეგ მონაწილეებმა უნდა შეძლონ სახანძრო უსაფრთხოების სისტემის დანერგვა და მასზე კონტროლის განხორციელება. 
სატრენინგო პროგრამა განკუთვნილია საწარმოში/ორგანიზაციაში ტექნიკური და შრომის უსაფრთხოების მენეჯერებისთვის,  სახანძრო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი  სპეციალისტებისთვის, დაინტერესებული პირებისთვის.  
 
აქვე უნდა ავღნიშნოთ, რომ შრომის და ჯანმრთელობის უსაფრთხოების ახალ კანონპროექტის მიხედვით ორგანიზაციებში უნდა მუშაობდნენ  შრომის უსაფრთხოების სერთიფიცირებული სპეციალისტები, რომელთაც გავლილი უნდა ჰქონდეთ შესაბამისი სატრეინინგო პროგრამები. 

ტრენინგის მონაწილეებს გადაეცემათ შესაბამისი სერტიფიკატები. 
სატრეინინგო პროგრამის ღირებულება:   150 ლარი
ტრენინგის ჩატარების დრო და ადგილი დამატებით ეცნობებთან მონაწილეებს განაცხადის (იხ. სატრეინინგო განაცხადი) წარმოდგენის შემდეგ.

სატრეინინგო თემატიკა:

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO-OSH 2001) სტანდარტის  შესაბამისი სატრეინინგო პროგრამის -  “სახანძრო უსაფრთხოება და ხანძართან ბრძოლა“ თემატიკა.

  • ინფორმაცია ხანძრის შესახებ
  • საშიშროების ფაქტორები
  • ხანძრის კლასიფიკაცია
  • ცეცხლის გავრცელება და მისი წყაროები
  • ხანძართან ბძოლა
  • სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფის  ორგანიზაციული ღონისძიებები
  • სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნები შენობა-ნაგებობებისა და სათავსებისათვის
  • სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნები საევაკუაციო გზებისა და გასასვლელებისათვის
  • ცეცხლის ჩაქრობის  პროვედურა და მისი განხორციელების გეგმა
  • სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნები სახანძრო სიგნალიზაციის სისტემებისათვის
  • სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნები ობიექტის ხანძრის ჩაქრობის პირველადი საშუალებებით უზრუნველყოფისას
  • ხანძარსაწინააღმდეგო სწავლება
  • კონტრაქტორები
  • მონიტორინგის საკონტროლო ჟურნალი
  • სახანძრო ინვენტარის ჩეკლისტი
  • სახანძრო ინსტრუქტაჟი
  • ცეცხლმაქრის შემოწმების ფურცელი,
  • ქმედებები ხანძრის დროს
  • ტესტირება


სატრეინინგო პროგრამაში მონაწილეების მსურველებმა უნდა გამოაგზავნონ თანდართული განაცხადი.  


საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელ: +995 599 490 410, ელ-ფოსტა:  safeworkcentre@gmail.com 
კოტე ნანობაშვილი
 

მსგავსი განცხადებები
,,ჯანდაცვის მენეჯმენტის“, სამედიცინო რეგისტრატორის და ფარმაკოლოგიის კურსები

VIP Intellect Group


31 იან - 01 მარ

IT ინჟინერია - CISCO IT Essentials (CompTIA A+ )

უნივერსალური ცოდნის აკადემია UNIKO


23 იან - 23 თებ

IT ინჟინერია- ინფორმაციული ტექნოლოგიების სასერტიფიკატო კურსი

ეკონომიკისა და მენეჯმენტის ცენტრი


06 თებ - 06 მარ

IT ქსელის შემსწავლელი კურსი + პრაქტიკა

Next-IT Academy


14 თებ - 04 მარ

MS Excel expert-ის სასერთიფიკატო ტრეინინგი

ოფის აკადემი


24 იან - 24 თებ

MS Excel Specialist-ის სასერთიფიკატო ტრეინინგ კურსი

ოფის აკადემი


24 იან - 24 თებ

PR მენეჯმენტის და მართვის ფსიქოლოგიის მოკლევადიანი კურსი

უნივერსალური ცოდნის აკადემია UNIKO


23 იან - 23 თებ