სტაჟირება ტურიზმის სფეროში
თარიღები:
05 თებ - 05 მარ
მდებარეობა:
თბილისი
კატეგორიები:
ტურიზმი/სასტუმრო/რესტორანი/კვება 
Subcategories:
ავია ბილეთები ტურიზმი(ზოგადი) ტურ-ოპერატორი
აღწერა:

,,აღმოაჩინე საქართველო’’ არის მრავალპროფილიანი ტურისტული კომპანია, რომელიც 2011 წელს დაფუძნდა. კომპანია 2011 წლიდან ახორციელებს სტაჟირება/პრაქტიკის პროგრამას და აქტიურად არის ჩართული საგანმანათლებლო სფეროში. სტაჟირება/პრაქტიკის განმავლობაში კომპანიის  თანამშრომლები კითხულობენ პრეზენტაციებს თავიანთი კონკრეტული მიმართულებებით. 

ტურიზმის სასწავლო ცენტრის მისია არის სტუდენტების და ტურიზმის სფეროში არსებული კადრების სწორი ჩართულობა ტურიზმის ინდუსტრიაში, მათი ცოდნის ამაღლება, ტურისტული სერვისების დახვეწა, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გაუმჯობესება და სტუმართმოაყვარე გარემოს შექმნა.
პირველად საქართველოში 2015 წელს ჩატარდა კონკურსი „Welcome To Georgia”.  კომპანია „აღმოაჩინე საქართველო“-მ გაიმარჯვა ნომინაციაში - საუკეთესო სასწავლო ცენტრი ტურიზმში სწავლების კუთხით.

ტურისტული კომპანია ,,აღმოაჩინე საქართველო’’ ყოველთვიურად ახორციელებს სტაჟირება/პრაქტიკის ციკლს სტუდენტებისთვის და ტურიზმის სფეროში ჩართული ყველა მსურველი კანდიდატურისთვის

მომდევნო ნაკადი იწყება 2018 წლის 05 მარტს, რომელიც გასტანს 27 აპრილამდე (160 სამუშაო პრაქტიკული საათი).
გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე (ორშ.-პარ.) 10:00-14:00 საათამდე

სტაჟირების სრული საფასურია 600 ლარი. ღირებულების გადახდა ასევე შესაძლებელია  0%-იანი განვადებით

სტაჟირების განმავლობაში სტაჟიორები შეისწავლიან და გაეცნობიან შემდეგ თემებსა და საკითხებს:

  • ტურების ფორმირება საქართველოსა და საზღვარგარეთ
  • ოფიციალური კორესპოდენცია;
  • საერთაშორისო კორპორატიული და დიპლომატიური პროტოკოლი;
  • ფინანსური დოკუმენტაცის წარმოება;
  • ტურების ბიუჯეტირება;
  • განხორციელებული ტურის მონიტორინგი
  • ავიაბილეთების დაჯავშნა;
  • საერთაშორისო და ადგილობრივი დაჯავშნის სისტემები;
  • სავიზო პროცედურები;
  • Service Plus;
  • Outlook Microsoft Office;
  • გაყიდვების სპეციფიკა
  • პერსონალის შერჩევა თანამედროვე მართვის პირობებში
  • მიმდინარე სიახლეები და გამოწვევები საქართველოსა თუ მსოფლიო ტურიზმის ინდუსტრიაში; 
  • საინფორმაციო გასვლითი ტურები;
  • ტურისტული კომპანიის რეალური ფუნქციონირება - პარტნიორები, მომხმარებლები, თანამშრომლები;

გარემო, სადაც სტაჟიორები გადიან სტაჟირებას არის თანამედროვე ტექნიკითა და საჭირო ინვენტარით აღჭურვილი. ერთიან სივრცეში განლაგებულია მოქმედი ტურისტული კომპანია და სასწავლო ცენტრი - ერთი ფანჯრის პრინციპით, რაც სტაჟიორს მეტ შესაძლებლობას აძლევს, უკეთ აითვისოს ტურიზმის სექტორის პრაქტიული უნარ-ჩვევები, არსებული სუსტი და ძლიერი მხარეები. 
,,აღმოაჩინე საქართველო-ს’’ ტურიზმის სასწავლო ცენტრში სტაჟირებას გადიან საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის სეუ-ს ტურიზმის ფაკულტეტის ყველა სტუდენტი. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაკვეთით  პრაქტიკები გაიარეს ასევე 15 ლექტორმა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროექტის ფარგლებში. სასწავლო ცენტრი მუდმივად მასპინძლობს საქართველოს სხვადასხვა წამყვანი უნივერსიტეტების სტუდენტებს, ქართული თუ უცხოური ტურისტული კომპანიების თანამშრომლებსა თუ ლექტორებს.  
სტაჟირების წარმატებით გავლის შემდგომ სტაჟიორს გადაეცემა სერტიფიკატი, რომელზეც აისახება ყველა ის პრაქტიკული უნარ-ჩვევები და გამოცდილება, რომელიც სტაჟიორმა მიიღო განვლილი 2 თვის განმავლობაში. საუკეთესო სტაჟირებადამთავრებულები საქმდებიან თავად ტურისტულ კომპანია „აღმოაჩინე საქართველოში“ ან გადამისამართდებიან სხვა წარმატებულ ტურისტულ კომპანიებსა და ტურიზმის დაწერებულებებში. 
დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე E-mail-ზე:
hr@discovergeorgia.ge 
საკონტაქტო ინფორმაცია:
+995 322 50 50 44 (103)
+995 579 97 34 34
Facebook: Discover Georgia - აღმოაჩინე საქართველო
მისამართი:
წინანდლის ქ. N17
Web: www.discovergeorgia.ge

Discover Georgia ზრდის პროფესიონალ კადრებს!
 

მსგავსი განცხადებები
სტაჟირება/გარე ტურების მენეჯერი

Milky Way Travel


23 იან - 22 თებ

ტურიზმის მენეჯმენტის კურსი ამადეუსის პროგრამით

უნივერსალური ცოდნის აკადემია UNIKO


23 იან - 23 თებ