აღმოაჩინე საქართველო

ელ. ფოსტა: director@discovergeorgia.ge

ჩვენს შესახებ:

აღმოაჩინე საქართველო არის მრავალპროფილიანი ტურისტული კომპანია, რომელიც დაფუძნდა 2011 წელს.  ჩვენი კომპანია ემსახურება საქართველოს ტრადიციებისა და კულტურის წარდგენას როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ეროვნული ტრადიციების შენარჩუნება  გლობალიზაციის პროცესში დიდი გამოწვევაა. შესაბამისად, ქართული ფოლკლორის, ისტორიული ადგილების, სპორტული შეჯიბრებებისა და კულინარიის გაცნობის ხელშეწყობა მნიშვნელოვანია საქართველოს, როგორც ევროპული ქვეყნის იმიჯის დასამკვიდრებლად.

ძირითადი ღირებულებები:

  1. პროფესიონალიზმი
  2. ინოვაცია
  3. სანდოობა
  4. მრავალფეროვნება

Discover Georgia გთავაზობთ დაუვიწყარ მოგზაურობას. ჩვენი გუნდი ყოველთვის მზადაა საუკეთესო პირობებით მოგემსახუროთ. თუ გსურთ მრავალფეროვანი, უსაფრთხო და სასიამოვნო დასვენება, იმოგზაურეთ Discover Georgia-სთან ერთად.

 

საქმიანობის სფეროები:

  1. ტურები საქართველოში და საზღვარგარეთ (დასასვენებელი, კულტურული, რელიგიური, ისტორიული, სამთო, საზღვაო, ღვინის, ეკოლოგიური, სამედიცინო, ექსტრემალური, სანადირო, სათევზაო და სხვ.)
  2. ფესტივლები (საქართველოში, საზღვარგარეთ)
  3. სპორტული შეჯიბრებები
  4. კულტურულ-შემეცნებითი საღამოები
  5. საგანმანათლებლო  და  შემოქმედებითი საქმიანობა (გაცვლითი პროგრამები,  სხვადასხვა კურსები)

საერთაშორისო ავია და საავტომობილო ტრანსპორტირება, ტრანსფერი