წესები და პირობები

ეს არის course.ge-ს ვებ-გვერდი. თქვენ მიერ ამ ვებ-გვერდის გამოყენება გულისხმობს ქვემოთ მოყვანილი პირობების აღიარებას ვებ-გვერდზე ყოველი შესვლისას.

ტერმინი „ჩვენ“, გულისხმობს შპს „დასაქმების სააგენტო ეიჩარი“-ს, ხოლო ტერმინის „ჩვენი“ გამოიყენება შესაბამისად. ტერმინი „თქვენ“ გულისხმობს პიროვნებას, ფირმას, კომპანიას ან ორგანიზაციას, რომელიც ათვალიერებს ან/და იყენებს course.ge ვებ-გვერდს, ხოლო ტერმინი „თქვენი“ გამოიყენება შესაბამისად. "HRRA Sites" გულისხმობს ყველა კომპანიას, რომელიც ჩვენთან არის დაკავშირებული. კომპანია დაკავშირებული ჩვენთან თუ იგი:

  1. ჩვენი შვილობილი ან ჰოლდინგის ტიპის კომპანიაა;
  2. კონტროლდება იგივე პირ(ებ)ის მიერ ვინც გვაკონტროლებს ჩვენს ან ჩვენი კომპანიის ჰოლდინგს;
  3. პირველ და მეორე პუნქტებში აღნიშნული კომპანიების შვილობილი ან ჰოლდინგის ტიპის კომპანიაა;
  4. არის იგივე ჯგუფში, სადაც პირველ, მეორე და მესამე პუნქტებში ჩამოთვლილი კომპანიები.

მომსახურების შეფერხება ან შეწყვეტა

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვცდილობთ უზრუნველვყოთ წინამდებარე ვებ-გვერდის მაღალი სტანდარტები და მისი უწყვეტი ხელმისაწვდომობა, ინტერნეტი არ არის  სტაბილური სივრცე და ხარვეზებმა, მომსახურების შეფერხებამ ან წყვეტამ შესაძლოა თავი იჩინოს ნებისმიერ დროს. ჩვენ არ ვიღებთ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობას ვებ-გვერდზე ხარვეზის, მომსახურების შეფერხების ან წყვეტის შემთხვევაში ან  ვებ-გვერდის (ან მისი რომელიმე ნაწილის) ოპერირების ვალდებულებას. დროდადრო ჩვენ შეიძლება განვაახლოთ ვებ-გვერდის შიგთავსი ან/და მისი თვისებები შეტყობინების გარეშე.

 

  1. ბმულები სხვა ვებ-გვერდებთან

წინამდებარე ვებ-გვერდზე თქვენ შესაძლებლობა გექნებათ გამოიყენოთ ავტომატური ბმულები სხვა ვებ-გვერდებთან, რომლებიც ჩვენი აზრით თქვენთვის საინტერესო იქნება. ჩვენ არ ვიღებთ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იმ ვებ-გვერდებთან მიმართებით, რომელთა მფლობელებსაც არ აქვთ ჩვენთან კავშირი (კომერციული ან სხვა). ავტომატური ბმულების გამოყენება ამ ვებ-გვერდებთან დასაკავშირებლად თქვენი ცალმხრივი გადაწყვეტილებაა.

 

  1. ვებ-გვერდზე არსებული ინფორმაცია

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვცდილობთ უზრუნველვყოთ წინამდებარე ვებ-გვერდზე არსებული ინფორმაციის სრულყოფილება და სიზუსტე, მისი გარკვეული ნაწილი მოგვეწოდება მესამე მხარის მიერ და ჩვენ არ გვაქვს შესაძლებლობა გადავამოწმოთ მისი სრულყოფილება და სიზუსტე. ჩვენ საკუთარ თავზე არ ვიღებთ ვებ-გვერდზე არსებული ინფორმაციის არასრულყოფილებისა და უზუსტობის არსებობის შედეგად წარმოშობილ პასუხისმგებლობას იმ ინფორმაციასთან მიმართებით, რომელიც მოწოდებულია თქვენს მიერ, ვებ-გვერდის სხვა მოსარგებლის ან სხვა პირის მიერ.

 

  1. ვებ-გვერდის გამოყენება

თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ წინამდებარე ვებ-გვერდი მხოლოდ კანონიერი მიზნებისთვის, როდესაც ეძებთ სამუშაოს ან დახმარებას კარიერასთან მიმართებაშო ან გსურთ პერსონალის დაქირავება. არცერთ შემთხვევაში არ უნდა ეცადოთ ვებ-გვერდის უსაფრთხოების წესების შელახვას ან ვებ-გვერდზე არსებული მისი დახმარებით მოპოვებული ინფორმაციის ბოროტად გამოყენებას. განსაკუთრებით კი (მაგრამ არა მხოლოდ) არ უნდა ეცადოთ იმ ინფორმაციის მოპოვებას, შეცვლას ან წაშლას, რომელთანაც თქვენ არ გაგაჩნიათ ავტორიზებული წვდომა, არ უნდა ეცადოთ გვერდის გადატვირთვა ე.წ. სპამით და მისთ., არ უნდა მიიღოთ ზომები ან გამოიყენოთ მოწყობილობები ან პროგრამები სისტემის დაზიანების, გადატვირთვის, შეფერხებისათვის ან სხვაგვარად მოახდინოთ ზემოქმედება ვებ-გვერდის ოპერირებაზე ან ეცდოთ გაშიფროთ, გაყოთ ან შეცვალოთ, პროგრამა, კოდი და/ან ვებ-გვერდზე არსებული ინფორმაცია.

თქვენ გეკისრებათ ერთპიროვნული პასუხისმგებლობა თქვენს მიერ ვებ-გვერდზე განთავსებულ ინფორმაციაზე. ვალდებული ბრძანდებით უზრუნველყოთ, რომ თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია არის ზუსტი, ნამდვილი, დროული და მას არავინ შეჰყავს შეცდომაში და არ არის ცრუ, დისკრიმინაციული, უცენზურო, შეურაცხმყოფელი, ცილისმწამებლური, ან სხვაგვარად მიუღებელი, უსამართლო, ან წინააღმდეგობაში მოდის შესაბამის კანონმდებლობასთან, რეგულაციებთან, წესებთან, პრაქტიკასთან ან საავტორო უფლებებთან, პატენტთან ან პირის სხვა ნებისმიერი ინტელექტუალური საკუთრების უფლებებთან ნებისმიერ იურისდიქციაში. ვებ-გვერდზე განთავსებამდე თქვენ ასევე უნდა უზრუნველყოთ რომ ნებისმიერი ინფორმაცია, მონაცემი და ფაილი არ შეიცავს ვირუსს ან სხვა რაიმე ინსტრუმენტს, რომელმაც შეიძლება დააზიანოს ან წინააღმდეგობაში მოვიდეს რომელიმე სისტემასთან ან მონაცემთან. ვიტოვებთ სრულ უფლებას ჩვენი შეხედულებისამებრ  ვებ-გვერდიდან წავშალოთ თქვენს მიერ განთავსებული ნებისმიერი ინფორმაცია ნებისმიერ დროს და ნებისმიერი მიზეზით ახსნა-განმარტების გარეშე.

 

  1. თქვენ მიერ განთავსებული ინფორმაცია

ჩვენ ან/და HRRA Sites გამოვიყენებთ თქვენ მიერ მოწოდებულ ინფორმაციას (მათ შორის პირად ინფორმაციას შეზღუდვების გარეშე) რეკრუტირების პროცესის და მისგან გამომდინარე ადმინისტრაციული ფუნქციების განსახორციელებლად. ეს მოიცავს ჩვენი ან/და HRRA Sites მიერ, სხვა ქმედებებთან ერთად, მონაცემების (მათ შორის პირადი ინფორმაცია შეზღუდვების გარეშე) დამუშავებასა და განთავსებას და პოტენციური დამსაქმებლებისა და კლიენტებისათვის მათ გადაცემას ან ვებ-გვერდის მეშვეობით ხელმისაწვდომობას; ინფორმაცია დასაქმების, ვაკანსიის შესახებ პირდაპირ გადაეცემა კანდიდატებს და შეიძლება დაიდოს. ჩვენ ვიყენებთ მესამე პირის დახმარებას, როგორც რეკრუტირების პროცესის შემადგენელ ნაწილს, თქვენი მონაცემების დასამუშავებლად. ჩვენ შეიძლება შევაგროვოთ და მოვიძიოთ მონაცემები თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაციიდან, რათა უკეთ გავიგოთ ჩვენი მომხმარებლების, როგორც ჯგუფის, საჭიროებები და გაგიწიოთ უკეთესი მომსახურება. ჩვენ ასევე შეიძლება გავუზიაროთ მოძიებული და შეგროვებული ინფორმაცია წინასწარ განსაზღვრულ მესამე პირს, პირადი მონაცემებისა და მაიდენტიფიცირებელი ინფორმაციის მიწოდების გარეშე. თქვენ აცხადებთ თანხმობას, რომ ჩვენ ან/და HRRA Sites გამოვიყენებთ თქვენ მიერ მოწოდებულ ინფორმაციას (მათ შორის პირად ინფორმაციას შეზღუდვების გარეშე) ნებისმიერი ხსენებული ხერხით.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ყველა მესამე პირი - სააგენტოები ან/და კომპანიები ეთანხმებიან ჩვენ პირობებს და მათ მიერ პირობების დარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში მათ აეკრძალებათ ჩვენი მომსახურებით სარგებლობა.

მონაცემებს, რომელიც თქვენ მოგვაწოდეთ ინტერნეტის განაცხადის ან სარეგისტრაციო ფორმის, ან რაიმე სხვა ფორმის მეშვეობით, რომელიც თქვენ შეავსეთ ვებ-გვერდის გამოყენების დროს, ჩვენ ვეპყრობით მონაცემების დაცვასთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვით. უფრო საფუძვლიანი ინფორმაცია პირად მონაცემებზე განმარტებულია „კონცეფციაში კონფიდენციალობის შესახებ“.

საქართველოს ფარგლებს გარეთ მონაცემების გადაცემა: პირადი მონაცემები, რომლებიც შეიცავს თქვენ CV შეიძლება განხილული იქნას course.ge მონაცემთა ბაზის გამოყენებით მესამე მხარის მიერ საქართველოს ფარგლებს გარეთ. ეს შეიძლება მოხდეს იმ შემთხვევაში თუ თქვენ განაცხადი შეგაქვთ ვაკანსიაზე, სადაც დამსაქმებელი იმყოფება საქართველოს ფარგლებს გარეთ. course.ge ვებ-გვერდზე რეგისტრაციითა და მისი გამოყენებით თქვენ თანხმობას აცხადებთ მონაცემების ამგვარ გადაცემაზე.

 

  1. დასაქმების პირობები

ნებისმიერი სამუშაოს მოთხოვნა ან განთავსება course.ge-ს გამოყენებით რეგულირდება ჩვენი სტანდარტული დასაქმების პირობების შესაბამისად. ცალკე პირობები ასევე არეგულირებს ჩვენი დამქირავებლის ვებ-გვერდის გამოყენებას.

 

  1. ინტელექტუალური საკუთრება

ვებ-გვერდზე განთავსებულ მონაცემებს იცავს ადგილობრივი და საერთაშორისო კანონმდებლობა საავტორო უფლებების და პატენტის შესახებ და თქვენ ეთანხმებით გამოიყენოთ ვებ-გვერდი იმგვარად რომ არ შეილახოს ეს უფლებები. თქვენ უფლება გაქვთ გადაიღოთ ვებ-გვერდზე განთავსებული მასალების ასლები პირადი მოხმარებისთვის, თუმცა ასლის გადაღება კომერციული ან სამეწარმეო საქმიანობის მიზნით დაუშველებია.

 

  1. უსაფრთხოება და პაროლი

იმისათვის რომ დარეგისტრირდეთ ვებ-გვერდზე და გაიაროთ ავტორიზაცია, თქვენ დაგჭირდებათ მომხმარებლის სახელი და პაროლი. პაროლის უსაფრთხოების პასუხისმგებლობა ერთპიროვნულად გეკისრებათ. მისი კონფიდენციალობა უნდა იყოს დაცული და მისი გამხელა სხვა პირისთვის დაუშვებელია. უნდა გვაცნობოთ დაუყოვნებლივ თუ თქვენ მიგაჩნიათ, რომ თქვენი პაროლი ცნობილი გახდა მესამე პირისათვის ან იგი შეიძლება გამოყენებული იქნას არაუფლებამოსილი პირის მიერ. ჩვენ არ ვართ პასუხისმგებელნი პაროლის არასათანადო ან არაავტორიზებულ გამოყენებაზე ან მისი სხვა პირისთვის გადაცემაზე.

 

  1. რეგისტრაციის შეწყვეტა

ჩვენ ვიტოვებთ უფლებას შეგიწყვიტოთ რეგისტრაცია ან/და შევზღუდოთ თქვენი წვდომა ვებ-გვერდზე ან მის რომელიმე ნაწილზე (მათ შორის მომსახურეობაზე, პროდუქტებზე ან ვებ-გვერდზე არსებულ ან მისი მეშვეობით მოპოვებულ ინფორმაციაზე) ყოველგვარი ახსნა-განმარტების ან შეტყობინების გარეშე.

 

  1. პასუხისმგებლობა

ჩვენ არ ვართ პასუხიმგებელნი დანაკარგზე (პირდაპირი ან არაპირდაპირი, სამსახურებრივი დანაკარგები, შემოსავალი ან მოგება, გახარჯული თანხები, მონაცემთა დაზიანება ან რაიმე სხვა არაპირდაპირი თანამდევი დანაკარგი), რომელიც შეიძლება წარმოიშვას თქვენ მიერ ვებ-გვერდის გამოყენებისას და გამოვრიცხავთ ამგვარ პასუხისმგებლობას კონტრაქტებში, სამოქალაქო გადაცდომაში (მათ შორის გაუფრთხილებლობით) თუ სხვა. ჩვენ აქვე გამოვრიცხავთ ჩვენი მხრიდან ნებისმიერ წარმომადგენლობას, გარანტიებს, პირობებს ამ ვებ-გვერდთან მიმართებით და თქვენ მიერ მის გამოყენებასთან დაკავშირებით კანონით მაქსიმალურად დაშვებული ზღვარის ფარგლებში.

თქვენ აცხადებთ თანხმობას გაგვათავისუფლოთ ნებისმიერი ხარჯის, დანაკარგის, პასუხიმგებლობის ან მოქმედებისაგან, რომელიც შეიძლება წარმოიშვას თქვენ მიერ ვებ-გვერდის სათანადოდ ან ბოროტად გამოყენების შემთხვევაში.

დაუყოვნებლივ უნდა გვაცნობოთ თუ ვინმე ასაჩივრებს ან იმუქრება გასაჩივრებით თქვენ მიერ ვებ-გვერდის გამოყენებასთან დაკავშირებით.

 

  1. კანონმდებლობა და იურისდიქცია

ვებ-გვერდის გამოყენება, ასევე ნებისმიერი ხელშეკრულება, რომელიც ძალაში შევა ამ ვებ-გვერდის მეშვეობით რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით. ნებისმიერი დავის გადაწყვეტა, რომელიც წარმოიშვება ვებ-გვერდის გამოყენებისას ან მისი მეშვეობით ძალაში შესული ხელშეკრულების მოქმედებისას, საქართველოს სასამართლოს სრულ პრეროგატივას განეკუთვნება.

ზოგიერთი პროდუქცია ან მომსახურება, რომელიც ხელმისაწვდომია ამ ვებ-გვერდის მეშვეობით შეიძლება იყოს უკანონო ან სხვაგვარად აკრძალული საქართველოს ფარგლებს გარეთ. თუ თქვენ შეუკვეთავთ, მიიღებთ, შეიძენთ ან სხვა სახის სარგებელს ნახავთ ამგვარი პროდუქციისა თუ მომსახურების მეშვეობით, ჩვენ არ ვიღებთ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ნებისმიერ დანაკარგზე, რომელიც აცილებული იქნებოდა თუ თქვენ გამოიყენებდით ვებ-გვერდს როგორც საქართველოს რეზიდენტი პირი (აქ ასევე იგულისხმება პასუხისმგებლობა იმ კანონების, რეგულაციების, პრაქტიკის წინაშე, რომელიც ზღუდავს ჩვენs საქმიანობას სხვა ქვეყნებში).

 

  1. პირობების შეცვლა და ძალადაკარგულად გამოცხადება

ჩვენ შეიძლება შევცვალოთ ვებ-გვერდის პირობები ნებისმიერ დროს. იგულისხმება, რომ თქვენ მიიღებთ შეცვლილ პირობებს თქვენ მიერ პირობების ცვლილების შემდეგ ვებ-გვერდის გამოყენებისას.

საქართველოს სასამართლოს მიერ რომელიმე პირობის ძალადაკარგულად გამოცხადების შემთხვევაში  სხვა პირობები უცვლელად ძალაში რჩება.